საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია


დღეს 15 თებერვალს ხობის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა ნაძვნარს, რის შედეგადაც გამოძახებულ იქნა ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა. ხანძარი მალევე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ძლიერი ქარის გამო განადგურდა 300 მკვ ფართობზე არსებული ნარგაობა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს  უფროსი დავით დარასელია. 

www.khobi.ge