ხობის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 200-300 მეტრის ფართობზე ნაძვნარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამდროისთვის ლოკალიზებული და სახანძრო-სამაშველო დახმარების ბრიგადები ცეცხლის ლიკვიდაციას განაგრძობენ.
„სახანძროები მუშაობას აგრძელებენ, რათა საბოოლოოდ აღმოფხვრან ცეცხლის კერა“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ხობის მუნივიპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი შონიამ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად ძლიერი ქარი სახელდება.
ხანძარი ხობში წუხელაც დაფიქსირდა, გაურკვეველი მიზეზებით გაჩენილი ცეცხლის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში დაახლოებით 30 ჰექტარ მიწის ფართობზე ჩაის და თხილის პლანტაცია დაიწვა.