2013 წლის 22-24 თებერვალს ჭიდაობის ეროვნული
ფედერაციისა და ა(ა)იპ „თერჯოლის სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით ქ. თერჯოლაში ჩატარდა
მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პირველობის
პრიზიორის მირიან გიორგაძის სახელობის
მე-4 რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობაში 1998-2000 წლებში დაბადებულთა შორის.
აღნიშნულ ტურნირში საქართველოს სასპორტო
სკოლებიდან 279 მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრ“-ის სასპორტო სკოლის 17 სპორტსმენი. შეჯიბრი წარმატებული
აღმოჩნდა 42 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშიასა (მწვრთნელ-მასწავლებელი: სურაჯ გვასალია)
და თეიმურაზ გოგოხიასთვის (მწვრთნელ-მასწავლებელი–ბაკურ ბუკია), 46 კგ წონით კატეგორიაში
შოთა იოსავასა (მწვრთნელ-მასწავლებელი–ბაკურ ბუკია) და ჯონი ხეცურიანისთვის (მწვრთნელ-მასწავლებელი–ალმასხან
ხუნჯუა). რომლებიც ტურნირის ბრინჯაოს მედლის
მფლობელები გახდნენ.