2013 წლის 12-14 თებერვალს, ჭიდაობის ეროვნული
ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ თბილისში ჩატარდა ვლადიმერ მაისურაძის სახელობის საერთაშორისო
ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობდნენ
საქართველოს, სასომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები, სულ 287 მონაწილე. ტურნირში
მოწვეული იყო ა(ა)იპ ..ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის’’ სასპორტო სკოლის
ბერძნულ - რომაული ჭიდაობის ნაკრები გუნდი 12 სპორტსმენით, მწვრთნელითა ბაკურ
ბუკია და მსაჯი სურაჯ გვასალია.
ნაკრებმა გუნდმა დამაკმაყოფილებლად
იასპარეზა. სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს ნაკრების
წევრებმა ლევან ბერიძემ და ჯონი ხეცურიანმა.
www.khobi.ge