შეხვედრა ქ. ხობისა და პირველი მაისის მოსახლეობასთან


დღეს 27 თებერვალს 13:00 საათზე  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ქ. ხობის  მოსახლეობას გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია, ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ქ ხობში ნუგზარ შონია   და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი და რეგიონალური პრობლემების წარმოჩენისა და გადაწყვეტისას თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. 




          პროექტები მოიცავს ხობის მუნიციპალიტეტში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ბორდიურების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას:  წყალგაყვანილობას, წყალარინებას, ხიდების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას, სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას, საკანალიზაციო და მყარი ნარჩენების მართვას, საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ, აგრეთვე თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარებისათვის საჭირო პროექტებს.
        შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან ძირითადი ყურადღება გამახვილდა სასმელი წყლით მომარაგებასა და ქალაქის შიდა გზების შეკეთებაზე. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ კუთხით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია და წლის მანძილზე განსახორციელებელ სამუშაოებზე პროექტების წარდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.
        15:00 საათზე იმავე საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო პირველი მაისის თემშიც, მუნიციპალიტეტის რწმუნებულ მარინე ლაგვილავასთან ერთად, სადაც სასმელ წყალთან   და  ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა. 

       შეხვედრებზე გამგეობის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას პრობლემების გადასაჭრელად მაქსიმალურ ძალისხმევას დაჰპირდნენ.