მოჭადრაკეებმა უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს


           2013 წლის 20-24 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის  ფედერაციის ორგანიზებით ქ. ზუგდიდში ჩატარდა რეგიონალური ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე მოჭადრაკე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.   მონაწილეობდა  ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის და ჯვარის 66 მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 16 წლამდე მოჭადრაკეთა  შორის შედეგი ფიდეს რეიტინგით დაითვალა.        
            10 წლამდე გოგონათა შორის შეუცვლელი იყო ა(ა)იპ“ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრ“-ის სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭადრაკე, 8 წლის დიანა ლომაია, მან შვიდი ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
            16 წლამდე ჭაბუკებს შორის კი 11 წლის ლუკა შამუგია 6,5 ქულით მე-3, ხოლო 14 წლის ამირან შონია 6 ქულით მე-4 ადგილებზე გავიდნენ.
            სამივე მოჭადრაკემ 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო და ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის - საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვ