ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებები


ვებპორტალი www.livepress.ge-ის ინფორმაცია
    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამი სამსახურის უფროსი შეიცვალა. მათგან ერთი, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო ორი გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში შეიცვალა 22 რწმუნებული და 3 უმცროსი თანამდებობის პირი. ინფორმაცია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა ხობის გამგეობიდან მიიღო.

  ინფორმაციის თანახმად, ხობის გამგებლის თანაშემწე გაიოზ ქირია 8 თებერვალს, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

  გამგეობაში წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად 1 თებერვალს დაინიშნენ სოსო გაბრავა და ნუკრი ბუკია.

      ხობის გამგეობის ინფორმაციით, დანიშნული თანამშრომლების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება ხობის საკრებულოს დადგენილებით. დოკუმენტში არ არის მითითებული ხელფასის ოდენობა. ინფორმაციაში ასევე არ არის მითითებული ბოლო რამდენი თვის განმავლობაში განხორციელდა საკადრო ცვლილებები.