მოსახლეობას სპეციალური ბარათები დაურიგდა


მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემებში  სოფლის  სპეციალური ბარათების დარიგება  დაიწყო. ამ მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა სოფლის მოსახლეობის საანკეტო გამოკითხვა „კარდაკარ“-ის მეთოდით,რის შედეგადაც  დადგინდა ფერმერთა და მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რაოდენობება და ფართობების დზუსტება. სასოფლო–სამეურნეო ბარათს დაახლოებით 14 500 ბენეფიციარი მიიღებს.  მცირემიწიანი ფერმერებისთვის ბარათების დარიგების პროცესს, ადგილებზე მუნიციპალიტეტის რწმუნებულები უზრუნველყოფენ. 
        მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. კერძოდ: 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. 0.25   ჰა-დან 1.25 ჰა ფართობის მიწის მესაკუთრეები ( ბენეფიციალთა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ 2 სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათს: 1 ბარათი (კომბინირებული) - ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება და 2 ბარათი (ნომინალური) - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი 300 ლარის ღირებულებით. ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიურ ფართობის  (0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით) მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა. 1.25 ჰა-დან 5 ჰა-მდე სახნავი მიწის ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ მხოლოდ ნომინალურ 640 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. მიმდინარე წელს ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელებისთვის  სულ 180 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.