ხობისწყალში ქალის ცხედარი იპოვეს


ვებპორტალი www.livepress.ge-ის ინფორმაცია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში, მდინარე ხობისწყალში რამდენიმე წუთის წინ 43 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ ხობის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის უფროსმა, გოჩა არაჩემიამ განუცხადა. „გარდაცვლილი რიტა ქ. ფსიქიურად იყო ავად და ოჯახის წევრებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ თავს დაიხრჩობდა.

უბედური შემთხვევის ადგილას ამ წუთებში კრიმინალური და პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლები მუშაობენ.