ხობის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა ფარულავამ გამგებლისა და მისი მოადგილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა
19:27 / 18-02-2013
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა ფარულავამ, გამგებელ კახაბერ ბენიძეს და მის მოადგილე მახარე ჩოკორაიას წინააღმდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ლაშა ფარულავას თქმით, ხობის გამგებელი და მისი მოადგილე
ქალაქის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ის მანამდე მისული იყო ხობის გამგეობაში და ბენიძესთან შეხვედრას ითხოვდა, მაგრამ გამგებელთან დაცვის თანამშრომლებმა არa
შეუშვეს.'მე რომ გავიგე, არ შემოუშვათ ეს 'ნაციონალიო', ცოტა ავღელდი. ამ დროს შემოვიდნენ ჩემი ნაცნობები. მითხრეს, თუ არ გიშვებენ, გავიდეთო და გავედით. ამის შემდეგ ის ბიჭები წავიდნენ. მე
კულტურის სახლთან დავდექი. 5 წუთის შემდეგ ერთად ჩამოვიდნენ ბენიძე და ჩოკორაია და ფიზიკურად გამისწორდნენ', -ამბობს ფარულავა. მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან კახაბერ ბენიძემ პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, წასვლის შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. 'მითხრეს ,ნაციონალი' ხარ და უნდა წახვიდეო', - ამბობს ლაშა ფარულავა. ხობის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რამდენიმე ნასვამი პირი გამგეობაში შეჭრას ცდილობდა, მოგვიანებით კი მის მოადგილეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს. 'ატეხეს დებოში ქვემოთ დაცვასთან. იგინებოდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი მიწყნარდა. მე ვიყავი ჩემს ოთახში, ჩემს მოადგილესთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ მოადგილე
წავიდა სახლში. ესენი გარეთ ყოფილან ჩასაფრებულები. თავსდაესხნენ მას. აგინეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, წააქციეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერიე მე. გავაშველე', - უთხრა ჟურნალისტებს ბენიძემ.
www.ipn.ge
www.ipn.ge