2013 წლის 16 თებერვალს ქ. ხობში დასრულდა 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშება მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მასში ქ. ხობის უბნების 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს ,,იმედს`` გარდამავალი თასი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა კახაბერ ბენიძემ გადასცა. შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ პრიზები და ფასიანი საჩუქრები.