ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ, ავარიული განაცხადით, N109 საყრდენზე ტრავერსის სამონტაჟო სამუშოების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ყორათი (35/6 კვ-იანი ქვესადგურები პატარა ფოთი-I-II), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურების ცენტრის 612 აბონენტს ჭალადიდის თემში ( სოფელ საჭოჭუო), სოფელ პატარა ფოთისა და შავღელეში.
ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.