28 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით „მკითხველთა კონფერენცია “ ჩატარდა. მონაწილეებმა საზოგადოებას წარუდგინეს ექვთიმე თაყაიშვილზე ორი თემა. 1. “ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ რომელიც ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ თემურ ალანიამ წარმოადგინა. 2. „ექვთიმე თაყაიშვილი საზღვარგარეთ და ისევ სამშობლოში“ რომელიც პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-11 კალისის მოსწავლემ თინათინ კვიკვინიამ წაიკითხა. თემების გაცნობის შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინაექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები და ჩანახატები. მოეწყო ლიტერატურული გამოფენა. დამსწრეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ. საღამოს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია.