ხობში საკონკურსო-საატესტაციო კომისია ამ დრომდე არ შექმნილა



დღის თემა
21 January 2013, 13:17
საკონკურსო-საატესტატო კომისია ხობში არ ჩამოყალიბებულა, თუმცა იქ საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 5 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 9 სამსახურის უფროსმა და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ასევე პირადი განცხადების საფუძველზე  დაკავებული თანამდებობიდან საკრებულოს აპარატის 8 თანამშრომელი გათავისუფლდა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.
რადიო „ათინათი“ შეეცადა დეტალების გარკვევას და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა ქარდავას დაუკავშირდა. მისი განცხადებით    საკონკურსო საატესტაციო  კომისიის შექმნა ამ კვირას მოხდება და პრიორიტეტი  გამოცდილი კადრების შერჩევაა.