ამა წლის 15 იანვრის ღამის 01:30 საათზე
თეკლათი - ზუგდიდის ავტო მაგისტრალის 319 კმ-ზე ხობის მუნიციპალიტეტის ხამისქურის
თემის ტერიტორიაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ოპელ ასტრის
ტიპის ავტომანქანის მძღოლი თორსის თემში მცხოვრები ელდარ წულაია ადგილზე
გარდაიცვალა ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილ იქნენ ზუგდიდის
საავადმყოფოში მათი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე გასული იყო ხობის
მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.