ანი წითლიძე ხობის გამგებელს ბოდიშის მოხდას სთხოვს



„რასაც ვლადიმერ ჭითანავა ამბობს, თუ ეს ასეა, ეს აღმაშფოთებელი ფაქტია. მან უნდა დააკონკრეტოს ვისზე საუბრობს. დამერწმუნეთ, ეს სიცრუეა. ლადო ჭითანავას წარსულს რომ გადავხედოთ, საკმაოდ ბევრ სამსახურშია ნამუშევარი. ძალიან აქტიური პიროვნება იყო. მუშაობდა პოლიციაში, ციხეში და ბოლოს აქ ახალგაზრდული კუთხით სპეციალისტად მუშაობდა. ნორმალური ახალგაზრდა იყო, მაგრამ არჩევნების პერიოდში არ დაგიმალავთ და მონაწილებოდა ძალიან საეჭვო ჯგუფებში. თავდასხმებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მე გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რასაც შევსწრებივარ. ადამიანს დაესხა თავს და ჩემი უშუალო ჩარევით მოხდა ამ კონფლიქიტის აღმოფხვრა. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ჩვენი მოსვლის შემდეგ ორი თვე მუშაობდა. მე ვფიქრობ, რომ თვითონ მას ჰქონდა აქ მორალური უხერხულობა. მისი აქ ყოფნა მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. ჩვენთან მოვიდა ქაღალდით, სადაც ეწერა, რომ გთხოვთ გამათვისუფლოთ. მე უბრალოდ დავაკმაყოფილე. ეს იყო და ეს", - განაცხადა ინერნეტ გამოცემა "ლაივპრესთან" ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ.
სწორედ ასეთი პასუხის გამო სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ანი წითლიძე ხობის გამგებელს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. წითლიძემ თავისი პოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით დააფიქსირა.
"მატყუარა ხართ თქვენ ბატონო ხობის გამგებელო!! ამას გეუბნებით მე!

1. ლადო ჭითანავა არასოდეს მუშაობდა ციხეში!
2. დაასახელეთ ერთი ფაქტი სახელი და გვარებით ვის დაესხა თავს ლადო ჭითანავა!

3. სალომე ქაჯაიამაც თავისი ნებით დატოვა სამსახური ოღონდ "თქვენი ზეწოლის შედეგად" ისევე როგორ დანარჩენმა 38 თანამშრომელმა. ასევე სოფლის რწმუნებულებმა.

4. თქვენ გამგებლად დაინიშნეთ ისე რომ არ გაგივლიათ კონკური! ამიტომ საეჭვოა თქვენი ლეგიტიმურობა!! ჩვენ ვითხოვთ ხობის საკრებულოდან გაგვინმარტონ იურიდიულად თქვენი უკონკურსოდ დანიშვნის იურიდიული საფუძველი როდესაც თქვენ რომელიც საერთოდ არ მუსაობდით გამგეობაში ისე დაინიშნეთ პირდაპირი წესით ქუჩიდან ანუ ოცნების ოფისიდან!

ან ფაქტებით გველაპარაკეთ და სახელი და გვარებით ვის დაესხა თავს ლადო ჭითანავა ან სამეგრელოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფი ბოდიშის მოხდას ითხოვს თქვენგან!!"-ნათქვამია ანი წითლიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ჭითანავამ გასულ კვირას სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ზუგდიდის დემოკრატიულლი ჩართულობის ცენტრში და ხობის გამგებლის მოადგილე არაკანონიერ ქმედებაში დაადანაშაულა. "ლაივპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი ბენიძემ ჭითანავა თავად დაადანაშაულა უკანონო ქმედებებში და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება "გააპრავა".