ხობის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხდომას ის ქართულ ენაზე უძღვება


ინტერნეტპორტალმა „ტაიმერმა“, ხობის საკრებულოს ყოფილ წევრზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, ქართული ენის უცოდინრობის გამო, სხდომებს მეგრულ ენაზე ატარებს. თავად მამუკა ქარდავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ბრალდება უარყო და მას „მიზანმიმართულად აგორებული შავი პიარი უწოდა“. მან რადიო თავისუფლება  საკრებულოს მომდევნო სხდომაზე მიიწვია, რათა თავად დავრწმუნდეთ, რომ სხდომა  ქართულად  მიჰყავს და არა მეგრულად.


„შესვენებისას ვიღაცას მეგრულად რეპლიკა თუ ვუთხარი, მერე რა არის ამაში ცუდი? მე მეგრელი ვარ და მეგრულს კი არ დავივიწყებ. რაც შეეხება საკრებულოს სხდომებს, ყველაფერი სახელმწიფო ენაზე, ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ვიცი მე, ეს საიდან მოდის. ეს კიდევ გაგრძელდება. შეიძლება დამაბრალონ, რომ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი გავიყვანე და ა.შ.“ - ამბობს მამუკა ქარდავა

ი ქართული ენაა სახელმწიფო ენა და სხდომები და ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქართულ ენაზე ხდება. ეს საიდან მოიტანეს, არ ვიცი...


მისივე განმარტებით, „შავი პიარის“ შემცველ ინფორმაციებს ის „განაწყენებული“ პირები ავრცელებენ, რომლებმაც თანამდებობა ვერ მიიღეს.

ხობის საკრებულოს სხდომების ქართულ ენაზე მიმდინარეობის ფაქტი დაადასტურა საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბორის ჯიქიამ.

„საქართველოში ქართული ენაა სახელმწიფო ენა და სხდომები და ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქართულ ენაზე ხდება. ეს საიდან მოიტანეს, არ ვიცი“, - ამბობს ბორის ჯიქია.

ინტერნეტპორტალი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ მამუკა ქარდავამ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. საკრებულოს თავმჯდომარე ამ ბრალდებასაც უარყოფს:
მამუკა ქარდავამამუკა ქარდავა
​​
„ტაიმერიდან" დამირეკეს და მითხრეს, ასი ადამიანი გაგითავისუფლებიათო სამსახურიდან. მე ვუთხარი, არც ასი და არც ოთხმოცდაათი და არც ორმოცდაათი არ გამითავისუფლებია-მეთქი. უბრალოდ, არიან ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ რადგან ხელისუფლება და თანამდებობის პირები შეიცვალნენ, რაღაც თანამდებობა ერგებათ. ეს ასე არ ხდება. თანამდებობებზე ადამიანები არიან იმის მიხედვით, თუ ვის რა შეუძლია“.

მამუკა ქარდავა განმარტავს, რომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მხოლოდ 10 თანამშრომელი გაათავისუფლა. რაც შეეხება გამგეობას, მამუკა ქარდავას თქმით, გამგეობის საკადრო ცვლილებები მას არ ეხება.