არის თუ არა ხობის საკრებულოს თავმჯდომარე "კუდ"-ის აგენტი?


მიმდინარე კვირა სამეგრელოს რეგიონისთვის სიახლეებით იწყება. თითქმის ყველა რაიონში "ქართული ოცნება" რაიონულ ორგანიზაციებს თითქმის ახალი ძალებით აფუძნებს და შესაბამოსად ორგანიზაციების ახალ თავმჯდომარეებსაც აირჩევს. გამონაკლისი ამ მხრივ არც ხობის რაიონია, თუმცა თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ჯერჯერობით უცნობია. უფლებადამცველი და წარმოშობით ხობელი ილია წურწუმია სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაიონული ორგანიზაციის შეფად წარმოდგენილი იქნება ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას "ერთობლივი პროექტი".