თათბირი მუნიციპალიტეტის რწმუნებულებსა და მექანიზატორებთან


25 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონია და პროექტ „უფასო ხვნა-თესვის“ კოორდინატორი ხობის მუნიციპალიტეტში, მერაბ ნადარაია მუნიციპალიტეტის ოცდაორივე რწმუნებულს და მექანიზატორებს შეხვდნენ. თათბირზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების საშუალებებზე. პროექტი  შემუშავებულია  მოსახლეობის დასახმარებლად, რაც  გარკვეულწილად  ადგილობრივი  მოსახლეობის  დასაქმებაზეა ორიენტირებული. თათბირზე ხაზი გაესვა  ახალ კურსს რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის განვითარების  კუთხით ააქვს აღებული.  მოისმინეს მექანიზატორთა შეხედულებები პროექტთან დაკავშირებით  და  ის პრობლემები, რაც ტექნიკის გაუმართაობის  სახით არსებობს მუნიციპალიტეტში, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.