კოჰაბიტაცია - უსამსახუროდ დარჩენის საფრთხე


21.01.2013
ავტორი: ვლადიმერ ჭითანავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდებთან ურთიერთობაში

lado chitanava
დიდი ხანია არ დამიწერია, თუ რაოდენ მტკიოდა გული ან მიხაროდა ჩემი სამშობლოს წინსასვლასა და უკუსვლაზე. სამსახურიდან დაბრუნებულმა სახლში სკოლის დროინდელი ჩანაწერები ვიპოვე, რამაც სევდაც და ღიმილიც ერთგვარად მომგვარა. გამახსენდა სტუდენტობა და იმდროინდელი საქმიანობა -იმედი და იმედგაცრუება, მრავალი ტკივილი და სიხარული, რაც დღემდე გატარებულმა წლებმა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში...

ვფიქრობ, კვლავ დადგა ჟამი შავი თეთრზე გადმოვიტანო და გავაგებინო უპირველეს ყოვლისა იმ ხალხს, ვისაც ჩემთან რაიმე სახის ურთიერთობა აკავშირებს, ასევე იმათ, ვისაც მიაჩნია, რომ მე თითქოს სახელმწიფოებრივ განვითარებას ვუშლიდი ხელს. ყველას თავისი აზრი აქვს და მეც ჩემს აზრს გადმოგცემთ, მაშ ასე, დღე პირველი:
სისტემა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებაში ახალ ისტორიას წერს, რასაკვირველია, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემშიც აღძრავდა იმ მოლოდინს, რასაც ნამდვილი დემოკრატიული განვითარება ჰქვია. სამწუხაროდ, შედეგები რაც დღეს გვაქვს, ნამდვილ უკუსვლას უფრო გავს, ვიდრე წინ გახედულ და დაგეგმილ ნაბიჯს. ყოველთვის, როცა რამე ინგრევა მოლოდინი არის ახლის და უკეთესის, სწორედ ამან და ბევრმა სხვა განმსაზღვრელმა ფაქტორმა აიძულა ქართველ ამომრჩეველთა 61%-ს მიეღო გადაწყვეტილება და ქართულ ნაციონალურ ფერად აღთქმული წითელი ლურჯში ჩაენაცვლებინა... თითქოს ყველაფერი განვითარების სწრაფ ტემპში უნდა ყოფილიყო, მომხდარიყო იმ საკითხების დროული მოგვარება, რომელმაც 2 ოქტომბრამდე ქართველი ხალხი ორ ნაწილად დაჰყო, მაგრამ ეგრეთწოდებული "კოჰაბიტაცია" ვერ შედგა, უფრო მეტიც, საქართველო გადაიქცა პოლიტანგარიშსწორების და უკვე ტრადიციულად დამკვიდრებულ "პატრონიან" კადრების შესარჩევ დღიურად... (ბევრი, როგორც გავიგე სატელეფონო ცნობარით არჩევდა თუ ვინ სად მუშაობდა და ვის სად ჩაანაცვლებდნენ), ვფიქრობ და მეტსაც ვიტყვი თუ მოტივი და მიზეზი, რაზეც ათავისუფლებენ ხალხს, რომელიც თავის სამუშაოს პირნათლად ასრულებდნენ, მიზეზი ის არის, რომ თუ რა მოუხერხონ იმ აქტივისტებს (ჩვენ რატომღაც ზონდერები გვერქვა), რომლებიც არჩევნებამდე კოალიციაში იყვნენ... საპასუხო კითხვაზე: თუ ჩვენ სად უნდა წავსულიყავით, ასეთი პასუხი მივიღეთ: “ახალგაზრდები ხართ და ფიზიკურ სამუშაოს იშოვნითო...” (ნეტავ, სად არის ახალი სამუშაო ადგილები, რომელსაც ასე გულუხვად პირდებოდნენ ჩვენს მოსახლეობას?!) პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ადგილს თუ საიდან გავუწვდენ ხელს ჩემს მუნიციპალიტეტსა თუ მთლიანად ქართულ მოსახლეობას იმაში, რაშიც შემეძლება დახმარება... იქნება ეს კაბინეტი თუ ქუჩა, თუმცა ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, კარგი იქნება თუ ისეთი ახალგაზრდობა ჩაგვანაცვლებს, რომელიც იზრუნებს ჩვენი საერთო მოსახლეობის კეთილდღეობაზე და არა ისეთები, რომლებიც პირადანგარიშსწორების მოტივით მოდიან... ვინაიდან, ვეჭვობ, საფუძვლიანი მიზეზი მაქვს იმის, რომ არ დადგეს ის დრო, შეიქმნას ვაკუუმი გამოუცდელობის... რასაკვირველია მე ჩემს უფროს თაობას დიდ პატივს ვცემ... პატივს ვცემ ყველაფერს ქართველურს... თუმც, ვერ შევეგუები იმ აზრს, რომ ვინმემ მაკადროს თითქოს არა ღირსეულად ვემსახურებოდი იმ მიწას, რომელმაც მე აღმზარდა... ამიტომაც მიკვირს და ვეხმიანები იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ცხრა წლის განმავლობაში (ცხრა წელი ახალი ტერმინოლოგიაა) საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ღებულობდნენ შესაბამის განათლებას გამოთქვან პრეტენზია თავიანთი სამშობლოს მართვის, რადგან ჩვენ თუ ვერაფერი, თქვენ, მომავალმა თაობამ ამოიღოთ ხმა და წაიყვანოთ ჩვენი სამშობლო უკეთესი მომავლისკენ... სამწუხაროდ, ბევრ ისეთ კადრს ვხედავ, რომლებიც საქართველო 1992 და შემდგომ წლებამდე მოიყვანა... რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია... ის ფაქტი, რომ დღემდე საზოგადოების ნაწილი კვერცხებით შეიარაღებული დადის ქუჩაში, თურმე საქართველოს ღირსეულ დემოკრატიის მშენებლობას ემსახურება (ესენი ალბათ აქტივისტები არიან) და სხვა ბევრი ის ფაქტი, რომელიც ასე ვლინდება ჩვენი სამშობლოს განვითარებაში... არამხოლოდ კასპი, არამედ მთელი საქართველო ემსგვსება “ტატამს”. თურმე, ისიც გავიგე, რომ მამაოს მიუცია ჩვენზე ნებართვა იმისა, რომ არ დავესაჯეთ (დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მამაოს მიმართ, რომელიც მთელი ჩემი შეგნებით ძალიან მიყვარს), თუმცა ვერ გავიგე რისთვის ან რატომ? თუ გადაცდომა მქონდა კანონის და სამართლის წინაშე, მეც ღირსეულად წავრსდგებოდი (თუმც არც ეს მცდელობა დაუკლიათ)... და ყველაფერი ეს მიმაჩნია, რომ მაძლევს მიზეზს ვიფიქრო თუ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მე წინ გადადგმული ნაბიჯი ჯერ არ მინახავს...


როცა გეუბნებიან, რომ უნდა დაწერო განცხადება ნებაყოფლობით დატოვო სამსახური და მიზეზს ვერ ხსნიან, ცოტა არ იყოს დაცინვად მიმაჩნია… იქნებ ჩაიხედონ “კანონში საჯარო სამსახურის შესახებ” და მიხვებიან, რომ დანიშვნის და მოხსნის სრული უფლებაც აქვთ, თუმცა რატომღაც ამას არ აკეთებენ... საინტერესოა რატომ? მეტიც, რომ მკითხეს: “იყო თუ არა ეს ზეწოლის მცდელობა ან ზეწოლა...” ამას უკეთ მკითხველი მიხვდება... 


მე ზემოთაც მოვიხსენიე და ვიმეორებ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს სად ვიქნები, მთავარია, მთელი ჩემი შეგნება ქართველურს ემსახურება...


არ შემიძლია არ შევეხო ამინისტირების თემას, გულითადად ვწუხვარ და მესმის იმ ხალხის, ვინც უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს... ყოვლადმიუღებელია ჩემთვის ის კადები და სისასტიკე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ არჩევნებიდან დღემდე მოყოლებული ტელე თუ ინტერნეტ სივრცეში იხილა. ეს ძალიან სამარცხვინოა და დამამცირებელი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, კარგი იქნება ეს ქართული შეგნებიდან გაქრებოდეს... ამაზე აქ შევჩერდები, რადგან ამ საკითხში ნაკლებად კომპეტენტური ვარ...



ამიტომაც, მზად ვარ, დავუთმო ესტაფეტა ახალგაზრდებს, მეტიც დავუდგე გვერდით ვინც ღირსეულად ემსახურება სამშობლოს... მე დღესაც და ნებისმიერ სიტუაციაში მზად ვარ ვემსახურო ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას ისევე, როგორც ყველა ჩემი თანამემამულე და თანამებრძოლი.. .
დღეისათვის ამით შემოვიფარგლები, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს…


“აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია...”