14 იანვარს ქ. ხობში დაიწყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე წრე, სადაც
მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეობას იღებს
ოცდაშვიდი სკოლის ის მოსწავლე, რომელმაც წარმატებით გადალახა
პირველი ეტაპი. 180 მოსწავლეს ცხრამეტი დამკვირვებელი უწევს მეთვალყურეობას. ოლიმპიადა ორ სესიად
მიმდინარეობს სადაც ბავშვები ცხრა საგანში
ასპარეზობენ. ყველაზე მეტი ბავშვი ქართული
ენის სექციაშია წარმოდგენილი.
ოლიმპიადა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელობით ტარდება, ის ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 18 იანვარს
დასრულდება.