საჯიჯაოს თემში დასრულდა საფარის მოწყობის სამუშაოები


ხობის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
რეგიონული პროექტების ფონდის დაფინანსებით საჯიჯაოს თემის სოფელ ჯაპიშაქარში დასრულდა  გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ობიექტზე  განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:  ასფალტობეტონის საფარი მოეწყო დამცავი მონოლითური ბეტონის ბორდიურით და ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულებით, რკინაბეტონის მილ-ხიდებით მოეწყო ეზოებში შესასვლელები, ხოლო კიუტები ამოწმენდილ იქნა ექსკავატორით.
აღნიშნული სამუშაოები შეასრულა შპს „შარა-გზამშენი პირველმა“.