30 დეკემბერს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კულტურის
სახლის დიდ დარბაზში გაიმართა გოგონათა ანსამბლ „თსუ-გორდელას“ ტრადიციული მუსიკის
საღამო. ანსამბლი ხობელი მსმენელის წინაშე წარსდგა როგორც ძველი, ხალხისთვის კარგად
ნაცნობი მელოდიებით, ასევე ახალი კომპოზიციებით, რომელიც სხვადასხვა ტრადიციული ინსტრუმენტების
საშუალებით პირვანდელი სახით ინარჩუნებს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემონახულ
უძველესი წარმომავლობის მქონე მუსიკალურ კულტურას.
ნიჭიერმა
გოგონებმა თავისი ახალგაზრდული ენერგიითა და პროფესიონალიზმით, ძალიან მალე შეძლეს
ხობელი მაყურებლის გულის მოგება. საღამოს დასასრულს კი მათ მასპინძლებს დამდეგი შობა-ახალი
წელი მიულოცეს.
წყარო: www.khobi.ge