26 დეკემბერს დილის 02:46 წუთზე ხობში მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდა 5,5 შეადგენდა. მიუხედავად ძლიერი ბიძგებისა წინასწარი შედეგებით ხობის მუნიციპალიტეტში მიწისძვრას არანაირი ზიანი არ მიუყენებია. პირველი ბიძგების შემდგომ დაახლოებით 20-25 წუთში ცოტათი უფრო სუსტი მიწისძვრა დაფიქსირდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემების მიხედვით ორივე შემთხვევის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპიროდან 36 კილომეტრიდან მომდინარეობდა. ამჯერად ელ.ენერგიის, მობილური კავშირისა და ინტერნეტის მოწოდების მხრივ შეფერხება არ ყოფილა.