ხობში დაახლოებით 17: 34 წუთზე მიწისძვრის ბიძგები შეიმჩნეოდა. სეისმოლოგების მონაცემით 5,7 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 46 კმ-დან მომდინარეობდა. მიწისძვრის პერიოდში ელ.ენერგია და ინტერნეტი არ გათიშულა, ერთადერთი რაც შეფერხებით ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდა იყო მობილური კავშირი.