ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი გამგებელი აირჩია

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ახალი გამგებლის არჩევის საკითხი განიხილა. აბსოლუტური უმრავლესობით პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების„ წევრი კახაბერ ბენიძე გამგეობლის  მოვალეობის შემსრულებლად  იქნა არჩეული. საკრებულოში ასევე შეიქმნა ახალი ფრაქცია „ხობი„ რომლის თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე გახლავთ, „ხობი„ ორი წევრისაგან შედგება ესენი არიან საკრებულოს წევრები მანუჩარ ბუკია (თორსა) და ვლადიმერ სერგია (ხამისკური).







დღეს 14 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილულ იქნა საკრებულოს მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის.  საკრებულოს თავმჯდომარემ თანხმობის მისაღებად საკრებულოს წარუდგინა კახაბერ ბენიძის კანდიდატურა. საკრებულოს მხრიდან ერთსულავანი მხარდაჭერის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 14 დეკემბრის N351 ბრძანებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კახაბერ ბენიძე.
დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს წარუდგინა.


www.khobi.ge

14-დეკემბერი-2012 - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა

14 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა  დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.  სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მასმედიისა  და  საზოგადოების  წარმომადგენლები.
  საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 9 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი  „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. განკარგულების პროექტი „ხობის  მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 3.განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 4. განკარგულების პროექტი „შპს   „ხობი დასუფთავება    და   განათებასთვის“     ამორტიზებული და    გამოუყენებელი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 5. განკარგულების პროექტი შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“  დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ"  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 6. განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისთვის“ ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო  კომისიის თავმჯდომარე); 7.განკარგულების პროექტი „ფრაქცია ხობის რეგისტრაციის შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ბუკია-სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 8. განკარგულების პროექტი „ფრაქცია „ქართული ოცნების“ რეგისტრაციის  შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ნოემბრის N58 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბუკია-სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 9. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ------------------ დანიშვნაზე თანხმობის  მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ბუკია-სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ საკრებულოს წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კახაბერ ბენიძის  კანდიდატურა წარუდგინა. საკრებულოს წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა კახაბერ ბენიძის ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
 განსახილველი პროექტების  დამტკიცების შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
www.khobi-sakrebulo.ge



სიუჟეტი info9-ზე