6 დეკემბერს ცნობილი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძეს გადადგომის შესახებ. როგორც თვითონ ჭოხონელიძემ განაცხადა მისი გადადგომა მოხდა საკუთარი სურვილით და არანაირ ზეწოლას ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.
VIDEO
მამუკა ჭოხონელიძეს გვერდის ასლი www.khobi-sakrebulo.ge-დან
მობილური: +995 593 391940
კორპორაციული: +995 577 565445
სამსახურის ტელ: +995 414 222496
მისაღების ტელ: +995 414 222349
ფაქსი: +995 414 222496
ელ. ფოსტა: mamukamng@posta.ge
მიღების დღეები: ორშაბათი-პარასკევი
მაქვს პატივი, მოგესალმოთ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით.
ქვეყნის
განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების
მაქსიმუმი მოვახმაროთ ხობის საზოგადოებასთან ურთიერთობას, მის
კეთილდღეობაზე ზრუნვას, მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში აქტიურ
მონაწილეობას.
მინდა აღვნიშნო,
რომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის ურთიერთობა ეს არის
დიალოგის რეჟიმში ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის მაგალითი ადგილობრივ
ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ამდენად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საქმიანობის ძირითად პრინციპს მისი ძირეული მოვალეობის შესრულების პროცესში
წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საზოგადოების ინტერესების, კეთილი ნების,
მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი ხედვის გათვალისწინება, რამდენადაც
მიუკერძოებელი თანამშრომლობითი პოზიცია ხალხსა და ხელისუფლებას შორის
ნამდვილად იქნება გარანტი სტაბილური მდგომარეობისა როგორც მუნიციპალიტეტში,
ასევე მთლიანად ქვეყანაში. სწორედ სტაბილურობის, თანამშრომლობის, ერთად
დგომის სურვილით შევძლებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი ქვეყნის
მშენებლობას.
ადგილობრივი
ხელისუფლება სერიოზულ სამომავლო ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ
მუნიციპალიტეტი თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და გარემო პირობების
გათვალისწინებით უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა
დაინტერესებული პირისთვის, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორისთვის,
ტურისტისა თუ სტუმრისთვის. ამისთვის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი
ბუნებრივი, ეკონომიკური და ინტელექტუალური რესურსი არსებობს.
ვებ-გვერდის
საშუალებით შესაძლებელია მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შესახებ ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში
და იგი ხელს შეუწყობს ცივილიზებულ სამყაროსთან ყოველდღიურ ურთიერთობას,
აზრთა და იდეათა გაცვლას, საინტერესო პროექტთა და პროგრამათა
განხორციელებას და მათი განხორციელებისთვის ხელშეწყობას.
კიდევ
ერთხელ მივესალმები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ვებ-გვერდის
ყველა სტუმარს და გამოვთქვამთ მზადყოფნას შემდგომი თანამშრომლობისთვის.
მამუკა ჭოხონელიძე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ბიოგრაფია:
მამუკა ჭოხონელიძე დაიბადა 1965 წლის 22 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.
1983-86 წლებში სწავლობდა ქ. ტვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტში.
1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. პარალელურად - ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1999 წელს დაამთავრა თბილისის საზოგადოებათმცოდნეობის ინსტიტუტის პოლიტოლოგიის კურსები.
1989 - 1991 წწ. - გაზეთ „გზის“ კორესპონდენტი.
1991 - 1992 წწ. - საქართველოს ტელევიზიის I არხი.
1992 - 1995 წწ. - მცხეთის კულტურის განყოფილების მთავარი რეჟისორი.
1996 - 1997 წწ. - ხობის რაიონის კინო-ვიდეოფიკაციის დირექტორი.
1997 - 1998 წწ. - ხობის რაიონის გამგეობის პრესცენტრის უფროსი.
1998 - 1999 წწ. - ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე.
1999 - 2001 წწ. - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი.
2001 - 2003 წწ. - ხობის რაიონის გამგეობის შრომის, დემოგრაფიისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგე.
2001 - 2006 წწ. - ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე.
2006 - 2010 წწ. - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2009 წლიდან დღემდე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2010 წლის ივნისიდან - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
არის ორი წიგნის ავტორი.
ჰყავს: მეუღლე - თეო არაბული
შვილები - მარიამი, ნინო და გიორგი ჭოხონელიძეები