ხობის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

7 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძეს  შემდეგ განცხადება გადადგომის შესახებ   ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა  ღურწკაიამაც დაწერა.




გოგა  ღურწკაია
მობილური: +995 577 538989
სამსახურის ტელ:  +995 414  222139 
ელ. ფოსტა: gurckaiagoga@gmail.com  
მიღების დღე: პარასკევი

ბიოგრაფია
გოგა ღურწკაია დაიბადა 1982 წლის 21 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში.
დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
2007-2010 წლები - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
2010-2011 წლები - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობის სიით 
2010 -2011 წლები - შპს „საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონალური ფილიალის შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2011 წელი - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონალური ფილიალის მენეჯერის მოადგილე
2011 წლის 9 დეკემბერს დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად
ჰყავს მეუღლე და შვილი. 
ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.