11:53 31.12.2012
[ჯაბა დათუაშვილი]
გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სიკვდილს ებრძვის ორი წლის გიორგი ბუკია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში მოათავსა. პატარას შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნება. კრიტიკულია ბავშვის დედის - ჯამილა ბერიშვილის მდგომარეობაც.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თბილისში, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდნენ.
როგორც დაშავებულის ახლობლებმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
მანქანას ახალგაზრდა ქალბატონი მართავდა. რომელიც ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია მძღოლის მეგობარიც. რაც შეეხება ბუკიას მამას, მას ხელი აქვს მოტეხილი.