რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი დაიწყო


9 ნოემბერს  ხობის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინიფეხბურთში, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ხობელი  პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას ეძღვნება.
შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, დაცვის პოლიციის, შპს „დასუფთავება და განათების“, პოლიციის სამმართველოს, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“, განათლების რესურსცენტრის, რაიონული საავადმყოფოს, შპს „შარაგზამშენის“, სახანძრო დაცვისა და  სამაშველო სამსახურისა და საფეხბურთო სკოლის გუნდები.
ფინალური შეხვედრა 15 ნოემბერს ახალ ხიბულის თემში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდი მისი სახელობის თასს დაეუფლება.
ჩემპიონატი ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.