30 ნოემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და აჩაბეთის „ლიახვი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა, რითაც ხობის „კოლხეთი“ 34 ქულით ეროვნულ ჩემპიონატში კვლავ მეორე ადგილს იკავებს.
თამაშზე დაწესებული იყო გუნდის ყოფილი ხელმძღვანელის აწ გარდაცვლილი პაატა თათარიშვილის სახელობის თასი, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს დავით ციცხვაიას გადაეცა.
თამაშზე დაწესებული იყო გუნდის ყოფილი ხელმძღვანელის აწ გარდაცვლილი პაატა თათარიშვილის სახელობის თასი, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს დავით ციცხვაიას გადაეცა.