მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში დასრულდა



ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. უმცროს ასაკში მონაწილეობას 16 მობილიარდე იღებდა. პირველი ადგილის მფლობელი ოთარ კორტავა გახდა, მეორე ადგილზე ლუკა ლოლუა გავიდა, მესამე ადგილი ირაკლი კუჭავამ დაიკავა,  ხოლო მეოთხე ადგილი ირაკლი ცხადაიას ხვდა წილად.

უფროს ასაკში, სადაც 32  მობილიარდე იღებდა მონაწილეობას,  ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - თემურ წურწუმია; მეორე ადგილი - ტურნირის ორგზის გამარჯვებული გოჩა კიზირია; მესამე ადგილი - შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული კარლო ჩაჩიბაია; მეოთხე ადგილი - ლადო ალანია.
ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  დააჯილდოვა თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.
მიხეილ იოსავას ოჯახს ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის წევრის გოდერძი ბუკიას მიერ დაწესებული სამახსოვო საჩუქარი  გადაეცა.