ხობის „კოლხეთის“ მორიგი გამარჯვება


20 ნოემბერს ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა  საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ზოოვეტი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა, რითაც ხობის „კოლხეთი“ 28 ქულით ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს.
თამაშზე დაწესებული იყო სპორტის ოსტატის, ვეტერანი ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილი მელორ ზაქარაიას სახელობის თასი, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ლევან გოგენიას გადაეცა.