რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი დასრულდა


15 ნოემბერს დასრულდა ხობის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში, რომელიც მიეძღვნა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ხობელი  პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას.
თამაშის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულის ხსოვნას. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  შპს „შარაგზამშენისა“ და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გუნდები. ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად პირველი ადგილის მფლობელი შპს „შარაგზამშენი“ გახდა, რომელიც  რამაზ კიტიას სახელობის  თასს დაეუფლა.  მეორე ადგილი საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საგანმანათლებლო  რესურსცენტრის გუნდი გავიდა.
გამარჯვებული გუნდები და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები სპეციალური პრიზებითა და თასებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.
     ჩემპიონატი  ხობის მუნიციპალიტეის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.