2 ნოემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა
საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეათე
ტურის მატჩი,
სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“
და ხარაგაულის „ჩხერიმელა“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა
გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა, რითაც ხობის „კოლხეთი“ 22 ქულით ეროვნული
ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს.