ხობელი სპორტსმენის წარმატება მძლეოსნობაში


28 ოქტომბერს ქ. თბილისში მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით  საქართველოში პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი გაიმართა, რომელშიც 500-დე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.  მათ შორის იყო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის მოსწავლე, ჭაბუკთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი ჯიმშერ ბუკია (მწვრთნელი - ი. გრიგორიანცი), რომელიც 5 კილომეტრიან დისტაციაზე რბოლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
გამარჯვებული თასით, პირველი ხარისხის დიპლომითა და ლეპტოპით დააჯილდოვეს.