„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში გრძელდება ხობის მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლებისათვის პრიორიტეტული
საკითხებისა გადაჭრა.
პროგრამის ფარგლებში საჯიჯაოს თემის სოფელ ჯაპიშაქარში მოსაცდელის მოწყობის
სამუშაოები განხორციელდა. ასევე, საჯიჯაოს თემის სოფელ ზუბში დასრულდა სანიაღვრე არხის
ამოწმენდის სამუშაოები. ობიექტზე მოეწყო ლითონის მილხიდი ბეტონის გვერდულებით.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა ახალი ხიბულის
თემის სოფელ გაშფერდში, სადაც რკინა-ბეტონის
სათავისებით მოეწყო ხიდბოგირები, ხოლო მილხიდზე
მისასვლელები და გზის საფარის დაზიანებული
მონაკვეთები აღდგენილ იქნა ქვიშახრეშოვანი ნარევით. ახალი ხიბულის თემის სოფელ ახალ
ხიბულაში დასრულდა მინი სტადიონის კეთილმოწყობა. ობიექტზე განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები: მავთულბადის ღობე გადაადგილებულ
იქნა 1,5 მ-ით, მოეწყო მაყურებელთა დასაჯდომი ადგილები, მოედნის ირგვლივ გაიჭრა წყალსაწრეტი
არხი, არხიდან ამოღებული გრუნტით კი მოხდა მოედნის ზედაპირის მოსწორება.
ამავე პროგრამით სამუშაოები აქტიურად
ხორციელდება პირველი მაისის თემში, კერძოდ, სოფელ ჭიხუში, საკვიკვინიოსა და
ბულიწყუში ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გზების შეკეთების სამუშაოები დასრულდა, სოფელ ბულიწყუში
ასევე მოხდა სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები.