მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის
კულტურის სამსახურში შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნოჯიხეველ მერაბ არაჩემიას
მიწის სამუშაოების ჩატარებისას არქეოლოგიური ობიექტი უპოვნია, ადგილის დასათვალიერებლად
გავიდა მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია. იქ აღმოჩნდა ლამაზი ორნამენტებით დამშვენებული ბრინჯაოს სამაჯური. სპეციალიტების კონსულტაციების
შემდგომ, არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა იგი ძველი წელთაღრიცხვით VI-V საუკუნეებით დაათარიღა.
ნივთი ძველკოლხურია, იგი სამარხეული ინვენტარის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის კულტურის სამსახურს უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ამ შესანიშნავი ნივთის
პოვნის ადგილზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.