ხობელთა წარმატებული ასპარეზობა მძლეოსნობაში



13-14 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის თასის ღია გათამაშება, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის’’ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის  ჯგუფის სპორტსმენები. გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობდა 13 გუნდი, სადაც  ჩვენმა სპორტსმენებმა დაიკავეს მესამე ადგილი და მოიპოვეს შესაბამისი თასი. ხოლო პირად პირველობაში წარმატებით იასპარეზეს:
            ყურუა გია-მეორე ადგილი ამანათრბენა;
            ჯიმშერ ბუკიამ დაიკავა მესამე ადგილი 1500 მეტრზე რბენაში;
            ყურუა გია-დაიკავა მესამე ადგილი 1500 მეტრზე რბენაში;
            ჯიმშერ ბუკიამ დაიკავა მესამე ადგილი 800 მეტრზე რბენაში;
            კორტავა გიორგი-მესამე ადგილი ბირთვის კვრა;
            გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.