ოქტომბერს
განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნორჩ მხატვართა და დიზაინერთა
წრის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო
ფესტივალში ,,თოფუზი-2012,’’ რომელიც ქ.ბათუმში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, ლიტვის,
საქართველოს, საბერძნეთის, ეგვიპტის, არგენტინის, ფინეთის და სხვა ქვეყნები.
ფესტივალზე განათლების ცენტრის
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი წარმოდგენილი იყო ანიმაციური ფილმით ,,სასტუმრო,’’ რომლის ვორქ-შოპი ჩვენს აღსაზრდელებს ფესტივალის
ორგანიზატორებმა ჩაუტარეს.