„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის,
პირველი მაისის, ახალ ხიბულისა და ახალსოფლის
თემებში და სოფელ შავღელესა და ძველ ხიბულაში გაიხსნა „ბიზნეს -
ცენტრი“, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და სწრაფი
ინტერნეტით.
„ბიზნეს-ცენტრებში“დასაქმდნენ ადგილობრივი
მკვიდრები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლების კურსები. ისინი მოსახლეობას
შესთავაზებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შესწვალას. საინფორმაციო-ტექნოლოგიების სწავლებასთან ერთად
ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს სხვადასხვა ორგანიზაციების ონლაინ მომსახურებებს და გაუწევს კონსლუტაციას
სხვადასხვა საკითხებში.
პროექტის
მიზანია თემებსა და სოფლებში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება, კომპიუტერისა და
ინტერნეტის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების პოპულარიზაცია და კერძო და
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში
ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას.