ხობის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს



ხობის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა გურიფულის თემის სოფელ პირველ გურიფულში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალსოფლის თემის გაღმა პირველი ხორგის უბანში და  ნოჯიხევის თემის სოფელ ნოჯიხევში.
საყანე ფართობების შემოკავების სამუშაოები დასრულდა ხამისკურის თემის სოფელ საკუკაოში, ჭალადიდის თემის  სოფელ საბაჟოსა და საღვამიჩიოში, ასევე, სოფელ საგვიჩიოს მეორე უბანში.