ხობის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული სკოლებით შეხვდა



ხობის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული სკოლებით შეხვდა.  მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში.
თორსის  საჯარო სკოლაში სრულად იქნა რეაბილიტირებული პირველი და მეორე სართულები; შავღელეს საჯარო სკოლაში დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და გარემონტდა დერეფანი; ახალსოფლის საჯარო სკოლაში შესრულდა სკოლის შენობის გადახურვის სამუშაოები;  შუა ხორგის საჯარო სკოლაში  განხორციელდა ფასადის რეაბილიტაცია; ქვემო ქვალონის №2 საჯარო სკოლაში შესრულდა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები; პირველი მაისის საჯარო სკოლაში გარემონტდა დერეფანი; გამოიცვალა კარები და შეიღება გვერდითა ფასადი; ხამისკურის საჯარო სკოლაში კი ფასადისა და დერეფნის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
            
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ასევე ხობის №2 საჯარო სკოლაში, სადაც გამოიცვალა კარები და მოხდა დერეფნის რეაბილიტაცია.