10-17
სექტემბერს ბრაზილიის ქალაქ სან ვისენტეში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.
ქართველმა მკლავჭიდელებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და
2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ყველაზე პრესტიჟულ -
110 კგ. წონით კატეგორიაში -გენადი
კვიკვინია დაეუფლა,
რომელმაც 2 ოქროს მედალი აიღო მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის.
ამ
ჩემპიონატში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს და ევროპის ჩემპიონმა ხობელმა ვილენ
გაბრავამ რომლის სედეგი შედეგი 60 კგ წონით
კატეგორიაში მეოთხე ადგილი გახლავთ.
გენადი კვიკვინია (მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში): "მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად ვიყავი მომზადებული და ეს შედეგმაც
დაამტკიცა. ბედნიერი ვარ, რომ ასე კარგად გამოვედი. უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა
თავი, ფინალის წინ ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ბრაზილიელ მეტოქეს ვხვდებოდი, რომელიც
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია, მაგრამ საბოლოოდ ვაჯობე და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეც
მეოთხედ მოვიგე.
მადლობა ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში წვლილი მიუძღვის,
მადლობა ქართველ გულშემატკივრებსაც, რომლებიც ძალიან დიდ სტიმულს და ძალას მაძლევენ".