ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ხობის რაიონის სოფელ ხეთას მონაკვეთზე "ოპელის" მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ცნობილია, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ავტომობილი  მიატოვა. 30 წლის ასლან ტურავა კი შემთხევვის ადგილზე დაიღუპა.
ასლან ტურავას ცხედარი უკვე  ქუთაისშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება.