ხობის „კოლხეთი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა


29 სექტემბერს, ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების  მატჩი, სადაც ერთმანეთს მეექვსე ტურამდე  უდანაკარგოდ მოსული  გუნდები ხობის „კოლხეთი“ და ცხინვალის „სპარტაკი“ დაუპირისპირდნენ. მეტად საინტერესო და დაძაბული თამაშის ფონზე,   ორთაბრძოლის ბედის გადამწყვეტი  70-ე წუთზე გიორგი ქირიას მიერ გატანილი 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა აღმოჩნდა, რითაც ხობის „კოლხეთი“ 18 ქულით ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.