ხობელები რეგიონის ლიდერები მკლავჭიდში




25 სექტემბერს  ქ. ჩხოროწყუში  ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილობა მიიღეს ხობელმა მკლავჭიდელებმაც. შეჯიბრებაში რეგიონის 60 უძლიერესი მკლავჭიდელი სპორტსმენი ასპარეზობდა. ხობელების სასახელოდ უნდა ითქვას  ის, რომ მათ ღირსეულად გააგრძელეს ის დიდებული ტრადიცია,  გამოავლინეს შესაშური სპორტული სწრაფვა, მებრძოლი სული და ღირსეულად მოიპოვეს „რეგიონის ჩემპიონი„ გუნდის ტიტული (გუნდის ხელმძღვანელი კობა თუთბერიძე).
            წონითი კატეგორიის მიხედვით ჩემპიონები გახდნენ: დათუნა ბრეგვაძე (მარჯვენა, მარცხენა), ზაალ ოკუჯავა (მარცხენა I, მარჯვენა-II), საბა გაბრავა (II,III) ამბაკო ქანდარია (II,III) , ირაკლი ჭითანავა (II) ხობელმა სულ 3 ოქორსა, 3 ვერცხლის და 2 ბრიჯაოს მედალი მოიპოვეს.
            გუნდური პირველი ადგილისა და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, სიგელებითა და პრიზებით.