დღის თემა
18 September 2012, 10:54
ზუგდიდი–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე უბედური შემთხვევა 17 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა.
„ოპელის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე პიროვნებას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 30 წლის ასლან ტურავა ადგილზე გარდაცვალა. მძღოლმა ავტომანქანა დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციაშია გადაყვანილი პიროვნება, რომელიც ავტომანქანაში მძღოლთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამართალდამცავების განცხადებით დამნაშავის ვინაობა მათთვის ცნობილია. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენბული.
http://radioatinati.ge/news/article/radioatinati-ge-148/