17 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით
215 პირველკლასელსა და 28 მასწავლებელს საქართველოს
პრეზიდენტის საჩუქარი ნეთბუქი „ბუკი“ გადაეცა, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ
ყველა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს სასკოლო სახელმძღვანეოლოები დაურიგდათ.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია ხობის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსთან ხათუნა გერგაიასთან ერთად რამდენიმე საჯარო სკოლაში დაესწრო.
მან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცა. „პირველ რიგში
დღევანდელი დღე მინდა მივულოცო სკოლის ხელმძღვანელებსა, მასწავლებლებს და წარმატეტები
ვუსურვო მომავალი თაობის აღზრდის საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში. ასევე, ვულოცავ
სწავლის დაწყებას მოსწავლეებს - ვიმედოვნებ ახალი შემართებით შეუდგებიან სწავლას. განსაკუთრებით
კი, დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მათ, ვინც
პირველად შედგა ფეხი სკოლაში, მათთვის ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან ცხოვრების
ახალ, ყველზე მნიშვნელოვან ეტაპს იწყებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მიღებული ცოდნით საკუთარ
წვლილს შეიტანენ ქვეყნის მომავლის შენებაში“ - აღნიშნა გამგებელმა