ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება გზების მოასფალტების სამუშაოები


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება  ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელება.
პროექტის ფარგლებში  ნოჯიხევის თემის სოფელ ნოჯიხევში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  ასფალტბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე საკომუნიკაციო ქსელების მოსაწყობად ჩალაგდა ლითონის მილები და მოეწყო ასფალტბეტონის წვრილმარცვლოვანი საფარი.
პროგრამის ფარგლებში ასევე დასრულდა ქ. ხობში სტალინის ქუჩაზე  ასფალტბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რეგიონალური პროექტების ფონდის სახსრებით იქნა დაფინანსებული.